გივი მარგველაშვილის სემინარი – „მუცალის შესახებ” გაიმართება

15 აპრილს, 17:00 საათზე, კავკასიურ სახლში, გივი მარგველაშვილის სახელობის ლიტერატურულ-ფილოსოფიურ კვლევათა გერმანულ-ქართული ინსტიტუტის ეგიდით, გაიმართება სემინარი გივი მარგველაშვილის ნაშრომზე – „მუცალი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  ნაშრომი წარმოადგენს ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაურის“ ონტო-ტექსტუალურ რევიზიას, რომელიც მსხვერპლად შეწირულ ლიტერატურულ გმირს – მუცალს თემის ერთგანზომილებიანი თემატურობიდან დაიხსნის და მას ონტოლოგიური თვალსაზრისით, თავისუფლების შესაძლებლობას მიანიჭებს.
„ამ ინტერ-ტექსტუალურ მცდელობაში განმსაზღვრელი პრინციპია ჟილ დელიოზისეული „დეტერიტორიალიზაცია“, რომელსაც მარგველაშვილი მუცალის ტრაგიკული ბედისწერისგან დასახსნელად გამოიყენებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. 
სემინარის ფარგლებში განხილული იქნება „მუცალის“ ლიტერატურული, ფილოსოფიური და სოციალურ-თეორიული ასპექტები.
მონაწილეები:
ნაირა გელაშვილი – მწერალი, მთარგმნელი;
მაია ბადრიძე – გერმანისტი, გივი მარგველაშვილის რომანის “მუცალის” ქართულ ენაზე მთარგმნელი
ნუგეშა გაგნიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესორი) – ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ რეცეფცია გივი მარგველაშვილის „მუცალში”.
მარიამ ხაზარაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფილოსოფიის დოქტორი) – ონტო-თემატურობა და თემი „მუცალში“;
სოფიკო ჭუმბურიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოლოგიის დოქტორი) – ფერთა სიმბოლიკა გივი მარგველაშვილის „მუცალში”;
ზეინაბ კიკვიძე (აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი) „თემი-თემა-თომინოს” სოციოლოგიური ასპექტები გივი მარგველაშვილის „მუცალში”.
მოდერატორი: რამაზ ვადაჭკორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები