საქორწინო ბეჭდის ტრადიცია – რომელ თითზე იკეთებდნენ ბეჭედს სხვადასხვა ეპოქასა და ქვეყანაში

ბეჭედი მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში ქორწინების სიმბოლოა. ბევრი თვლის, რომ ბეჭდების გაცვლის ტრადიცია სათავეს ქრისტიანობიდან იღებს, მაგრამ მეცნიერული დასკვნების თანახმად, ეს ასე არ არის. არქეოლოგიურმა გათხრებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი წყვილი ამ სამკაულს ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IV ათასწლეულში ატარებდა. ქრისტიანობამ, უბრალოდ, საქორწინო ბეჭდები საქორწილო ცერემონიის სავალდებულო ატრიბუტად აქცია. როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში მათ განსხვავებულად ატარებდნენ.

არათითი

ჩვენს დროში საქორწილო ბეჭდებს, ტრადიციულად, „არათითზე“ იკეთებენ. როგორც აღმოჩნდა, ამ ტიპის პირველი აქსესუარი კანაფისა და ისლის ღეროებისგან იყო დამზადებული და ისიც, ასევე, „არათითს“ ამშვენებდა. ამ ტრადიციის აღწერა ეგვიპტოლოგებმა ეგვიპტის წერილობით წყაროებში აღმოაჩინეს, რომლებიც 6 ათასი წლისაა.

არსებობს ბევრი ჰიპოთეზა, თუ რატომ ირჩევდნენ უშუალოდ „არათითს“. ყველაზე გავრცელებული ვერსიის თანახმად, მუმიფიკაციის ოსტატებმა ზუსტად ამ თითში იპოვეს სისხლძარღვი, რომელიც უშუალოდ გულთან არის დაკავშირებული. ეს ვერსია ძალიან სადავოა, თუმცა ნამდვილად რომანტიკულია. ანტიკური მეცნიერები – პლუტარქე და აპიანე – თავის ნაშრომებში, ასევე, აღწერდნენ „სიყვარულის სისხლძარღვს“.

ეგვიპტური ტრადიცია გადაიღეს ძველ საბერძნეთსა და რომშიც, მაგრამ ბეჭდებს უკვე მეტალისგან ამზადებდნენ, მათ შორის, ძვირადღირებულისგან. რომში ქორწინების დღეს ბეჭედს სიძისგან არა მხოლოდ პატარძალი იღებდა, არამედ – მისი მშობლებიც. პატარძლის ოჯახისთვის მზადდებოდა უბრალო, რკინის ბეჭედი.

შუა თითი

ინგლისში ადრეულ შუა საუკუნეებში ბეჭედს ყველა შუა თითზე ატარებდა. ცოტა მოგვიანებით, პატარძლებს ბეჭედს მარცხენა ხელის შუა თითზე უკეთებდნენ. იმ დროს ითვლებოდა, რომ ეს მეუღლისადმი დამორჩილებას ნიშნავდა.

მაშინ, რატომღაც, ყველას სჯეროდა, რომ იოსებმა მარიამს ბეჭედი ზუსტად ამ თითზე გაუკეთა. სახარებაში ამის შესახებ არაფერია ნახსენები, მაგრამ მაშინ მისი წაკითხვა არც თუ ისე ბევრს შეეძლო. მღვდლები კი ინტერპრეტაციაში თავისუფლები იყვნენ, ვინაიდან ცოტა ვინმე თუ მოიძებნებოდა, ვინც მათ შეეწინააღმდეგებოდა.

საჩვენებელი თითი

ძველ რუსეთში ქორწინების დროს სიძე-პატარძალს ბეჭედს საჩვენებელ თითზე უკეთებდნენ. თუმცა, ასე მხოლოდ ქრისტიანობის მიღებამდე ხდებოდა. მართლმადიდებლობის შემოსვლის შემდეგ ყველა ბერძნულ მანერაზე გადავიდა და ბეჭედს არათითზე ატარებდა. იუდეველებმა, სანამ მათ ქვეყანას რომაელები დაიპყრობდნენ, არაფერი იცოდნენ საქორწინო ბეჭდების შესახებ.

ცერა თითი

მე-17 საუკუნეში ინგლისში საქორწინო ბეჭდის ცერა თითზე ტარების მოდა შემოვიდა. ძნელი სათქმელია, რასთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ არსებობს ერთი ვარიანტი ვარიანტი. წყაროები მიიჩნევენ, რომ სხვა თითები მაშინ ძვირფასეულობით იყო დაკავებული, ვინაიდან ადამიანის სტატუსის განსაზღვრა სწორად მის ხელზე არსებული ძვირფასეულობით ხდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები