დავით ქართველიშვილი: შავი ფულის მფლობელთა მიერ დაქირავებული, ქუჩაში გაშვებული „რუსო-ზომბების” რაოდენობა – 1489 იყო, დანარჩენები იგესლებოდნენ „რუსულის” ყველა ბრუნვაში ხმარებით, ესმოდათ რა, რომ მათ მოჩვენებით „ევროპულობას”, გააშიშვლებს შავ ფულზე აწყობილი “საბჭოური ცეხავიკობა”…
„რეალურად ეს უზომოდ გამდიდრებული წურბელებიც კი, ვერ ბედავენ საკუთარი უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის დასაცავად ქუჩაში გამოსვლას, თორემ მათი რაოდენობა 1489-ზე გაცილებით მეტია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და თბილისში გამართულ მსვლელობას აფასებს.
ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ აქციაზე, მეტწილად, არასამთავრობოების შავი ფულით გადაბირებული ადამიანები იყვნენ. რაც შეეხება ორგანიზატორებს, მათ „ხალხის ძალის” წევრი უზომოდ გამდიდრებულ წურბელებს უწოდებს და წერს, რომ მათ ვერ გაბედეს საკუთარი უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრის დასაცავად ქუჩაში გამოსვლა.