სალომე ზურაბიშვილი: 9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერავინ დაემუქრება 

“9 აპრილის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალთან განაცხადა.

პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

„რაც  უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა და ნამდვილად დიდი ტრაგედია დატრიალდა, ეს არის უზარმაზარი გამარჯვების დღე. ის დღე, როცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას ვერაფერი დაემუქრება. ეს არის უდიდესი გამარჯვების დღე საქართველოსთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ დღის მნიშვნელობა არის ის, რომ ვერავინ საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ დაემუქრება, ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამს!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები