“სამწუხაროდ, ევროკავშირის ელჩმა იმდენად წარმოუდგენელი სურათი დახატა, არ მინდა დავიჯერო, რომ ასე უყურებს საქართველოს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ისაუბრა.
წილოსანი საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
“დარწმუნებული ვერ, იმავეს ვერ ეტყვის დიდი ბრიტანეთს, რომელმაც ევროკავშირი დატოვა და ნამდვილად არ გადავარდნილა სამოქალაქო დაპირისპირებაში, რომელიც მან [ჰერჩინსკი] თავის განცხადებაში აღწერა.
მინდა დავამშვიდო, რომ საქართველო მყარი ნაბიჯებით ივლის ევროკავშირის წევრობისკენ, ხოლო ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესს.
თუ ამ განცხადებაში მას უნდოდა, რომ განსაკუთრებული მტრული განწყობა გამოეხატა, ეს ნამდვილად კარგად გამოუვიდა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.