რუმინეთში ფემიციდისთვის სამუდამო პატიმრობა შემოიღეს

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა ხელი მოაწერა კანონს ფემიციდის პრევენციისა და მასთან ბრძოლის შესახებ, რომელიც გენდერული სიძულვილით ან ოჯახში ძალადობით მოტივირებული ქალების მკვლელობისთვის მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, ფემიციდი კლასიფიცირდება, როგორც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა.

ეს დანაშაული 15-დან 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.

კანონი ასევე მოიცავს „არაპირდაპირი ფემიციდის“ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ქალთა თვითმკვლელობის შემთხვევებს, რაც ოჯახში მუდმივი ძალადობის შედეგად ხდება.

პრეზიდენტის თქმით, კანონის მიღება ოჯახში ძალადობის ზრდის „მტკივნეული რეალობის“ საპასუხო რეაქციაა.

მხოლოდ 2025 წელს, რუმინეთში ოფიციალურად ფემიციდის 66 შემთხვევა დაფიქსირდა.

ახალი რეგულაციების მიზანია სამართალდამცავი ორგანოებისთვის ისეთი ინსტრუმენტების მიწოდება, რომლებიც ტრაგედიამდე, აგრესიის აქტების სწრაფად ჩარევისთვის იქნება საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები