“არაერთხელ დაფიქსირდა ელჩების მხრიდან უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როდესაც დავაფიქსირეთ თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა” – თორნიკე ჭეიშვილი
“სამწუხაროდ, არაერთხელ დაფიქსირდა ელჩების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების მხრიდან უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში, როდესაც ჩვენ დავაფიქსირეთ თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, დღის წესრიგში არ დგას საკითხი იმის შესახებ, რომ მოხდეს ურთიერთობების სრული გაწყვეტა კონკრეტულ საელჩოებთან თუ ელჩებთან.
“ამ შემთხვევაში ყურადსაღებია ის, რომ საქმე ჩვენ იმდენად პერსონალებთან არ შეიძლება გვქონდეს, რამდენადაც საკუთრივ მიდგომასთან – მიდგომასთან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან, რომელიც მომდინარეობს ევრობიუროკრატიის მხრიდან; რომელიც მომდინარეობს ბრიუსელის მხრიდან და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პირები პირდაპირ წარმოადგენენ, ფაქტობრივად რუპორს სწორედაც ევრობიუროკრატების ხელში“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.