ღაზაში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერია ლიკვიდირებული
ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში საჰაერო თავდასხმის შედეგად, “ჰამასის” საგანგებო სიტუაციების ბიუროს ხელმძღვანელი, ჰათემ ალრამერია ლიკვიდირებული.
ამის შესახებ IDF-ში განაცხადეს.
“IDF-ის დაზვერვის მითითებით, ღამით ლიკვიიდირებულია “ჰამასის” საგანგებო ბიუროს ხელმძღვანელი – ჰათემ ალრამერი“, – ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ „ალრამერი იყო “ჰამასის” სამხედრო ფრთის აქტივისტი“ და „ევალებოდა ჭურვების გაშვება “მაგაზის” ბატალიონში ცენტრალურ ბანაკებში“.