თურქეთმა ისრაელში ექსპორტი შეამცირა

თურქეთის ვაჭრობის სამინისტრომ დღეიდან, 9 აპრილიდან ისრაელში 54 ერთეული სამრეწველო საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა დააწესა.

გადაწყვეტილება ძალაში „ღაზაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე და ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდების პირობების შექმნამდე“ იქნება.

ამის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შეზღუდვები დაწესებულია ფოლადის, ალუმინის, საღებავის, ელექტროკაბელების, საავიაციო საწვავის, ზეთების, სასუქებისა და ზოგიერთი სახის სამრეწველო აღჭურვილობისგან დამზადებულ პროდუქციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები