“საფრანგეთის ინტერესში რუსეთის ოფიციალურ პირებთან საუბარი არ შედის” – მინისტრი
რუსეთის ოფიციალურ პირებთან საუბარი საფრანგეთის ინტერესებში აღარ შედის.
ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ განაცხადა.
„დღეს ჩვენს ინტერესებში არ შედის საუბარი რუს ჩინოვნიკებთან, რადგან კომუნიკეები, რომლებიც გამოდის და ის ცნობები, რომლებიც კეთდება, სიცრუეა“, – ციტირებს მინისტრს Le Monde.
სეჟურნეს თქმით, დიალოგის განახლება შესაძლებელი იქნება ნდობის დაბრუნების შემდეგ.
„და, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება უკრაინის სამხედრო ფრონტზე ვითარების განვითარება”, – თქვა მან.