ოთარ ნადარაია: ოქროში რეზერვების გარკვეული წილის ფლობა რაციონალურია

,,თიბისი კაპიტალის,, მთავარი ეკონომისტი, ოთარ ნადარაია სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს, რომელმაც რეზერვებს მონეტარული ოქრო დაამატა.

მისი თქმით, რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია.

„საერთო ტენდენციაა, რომ გარკვეული წილი საერთაშორისო რეზერვების არის ოქროში. მთლიანად არის გარკვეული რისკი, რადგანაც ოქროს ფასი არის მერყევი. მაგალითად თუ გეოპოლიტიკური ვითარება დასტაბილურდა, ეს გამოიწვევს ოქროს ფასის შემცირებას, მაგრამ რეზერვების გარკვეული წილის ფლობა ოქროში რაციონალურია“, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, სებ-ის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები