პირველი ვიცეპრემიერის თქმით, ყველა პროექტს, რომელსაც აქვს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ტექნიკური განხორციელების  მიზანშეწონილობა და ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, მთავრობა  მედიანური ფასებით მხარს დაუჭერს.

მისივე განმარტებით, საფასო მხარდაჭერა ენერგეტიკულ პროექტებს მეტ საშუალებას მისცემს, მოიზიდონ ფინანსური რესურსები და ახალი მხარდაჭერის სქემის ფარგლებში განხორციელებული პროექტები გახდეს უფრო მეტად სიცოცხლისუნარიანი.

მედიანური, ფიქსირებული ფასით ენერგოპროექტების მხარდაჭერის ინიციატივაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაიწყებს საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის შემუშავებას, რომელიც უახლოეს პერიოდში წარედგინება  საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.