“თუ კაცობრიობა სხვა პლანეტებს არ აითვისებს, ის მხოლოდ რამდენიმე ასეული წელს იარსებებს“ – ილონ მასკი

SpaceX-ის დამფუძნებელმა,  ილონ მასკმა განაცხადა, რომ კაცობრიობას შეუძლია, მილიონობით წელი იარსებოს, თუ სხვა პლანეტებს აითვისებს.

ამის შესახებ მან X-ში დაწერა.

„ცივილიზაციამ მიმდინარე ტექნოლოგიური დონე იქამდე უნდა შეინარჩუნოს, სანამ მარსი თვითმყოფადი არ გახდება. ამას სავარაუდოდ 20 წელი დასჭირდება. თუ პლანეტთაშორისი, შემდეგ კი ვარსკვლავთაშორისი სახეობა გავხდებით, ჩვენი ცივილიზაცია მილიონობით წელს იარსებებს. თუ არა, ალბათ, სულ რამდენიმე ასეული წელი დაგვრჩა“, – მიიჩნევს მასკი.

ადრე მასკმა განაცხადა, რომ მარსის კოლონიზაციას გეგმავს. მისმა კომპანიამ შექმნა ხომალდი Starship-ი დედამიწის ორბიტაზე, მთვარესა და მარსზე ადამიანებისა და ტვირთების გასატანად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები