ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. ამჯერად, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა, განათებისა და სარწყავი ქსელები. დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე.

გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „მონოლითი 2005“ ასრულებს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე და თბილისის საკრებულოს წევრები გაეცნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები