ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის“ მესამე ტომი გამოსცა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის” მესამე ტომი გამოსცა. ინფორმაციას თავად ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.
„იოსებ იმედაშვილის „ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონს“ თვალი გადავავლე, იგი მეტად სასარგებლო და საყურადღებო ნაშრომია.
წიგნში შეტანილია საქართველოს ყველა დარგის მოღვაწე ძველ წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნიდან ჩვენს დრომდე. აქ შეგხვდებათ ანბანთა რიგზე დალაგებული ყველა მოღვაწის მოკლე ბიოგრაფია, ბიბლიოგრაფია და ცნობები ამა თუ იმ აღწერილ პირის შესახებ.
ამ ნაშრომში ხშირად ისეთი ნიუანსებია, ისეთი უცნობი სახელები და მასალაა, რაც სხვა წყაროებში ვერ შეინიშნება“. – წერს იოსებ გრიშაშვილი გამოცემისთვის 1946 წლის 22 მაისს დაწერილ მოკლე წინათქმაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები