„კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ – კულტურის სამინისტრომ კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

კულტურის სამინისტრომ კონკურსის – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა “ – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
„კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროს 20-მა განმცხადებელმა მომართა. გამოვლინდა 10 გამარჯვებული პროექტი:
1. შპს ქუთაისის ახალგაზრდული თეატრი – ჟან ბატისტ მოლიერი, ,,დონ ჟუანი“ (სპექტაკლის აღდგენა (კოსტიუმების,დეკორაციის განახლება));
2. შპს ლიტერატურული თეატრი – „წითელქუდა” (სპექტაკლის დადგმა);
3. შპს თოჯინების ლაბორატორია – „რწყილი და ჭიანჭველა” (სპექტაკლის დადგმა);
4. შპს მოძრაობის თეატრის ივენთები – „კერძო თეატრის, მოძრაობის თეატრის საქმიანობის ხელშეწყობა“ (განათების სისტემის შეცვლა);
5. ა(ა)იპ პროექტორი – სპექტაკლი „ჰერკულესი და ავგიას თავლები“ (სპექტაკლის დადგმა);
6. ა(ა)იპ მოხეტიალე მთვარის თეატრი – „ადამის და ევას დღიურები” (სპექტაკლის დადგმა);
7. ა(ა)იპ თოჯინების სახლი 1 – „თოჯინების სახლის მხარდაჭერის პროექტი” (ტექნიკით აღჭურვა (პროექტორი, პროექტორის ეკრანი, ელექტრო პიანინო));
8. ა(ა)იპ საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი – სპექტაკლი „ვიქტორ კრატასიუკი” (სპექტაკლის დადგმა);
9. ა(ა)იპ მარიამ უგრეხელიძის საბალეტო კამერული დასი – პრემიერა მარიამ უგრეხელიძის ბალეტისა „ურჩხული და მზეთუნახავი“, მუსიკა ალან მენკენის (სპექტაკლის დადგმა);
10. ა(ა)იპ თეატრი ათონელზე – „ტექნიკური რესურსით ხელშეწყობა“ (განათების სისტემის შეცვლა).
კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტია 200 000 ლარი. კონკურსის მიზანია საქართველოში მოქმედი კერძო პროფესიული თეატრების გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა; კერძო ინიციატივების წახალისება; თეატრალურ ცხოვრებაში კერძო თეატრების როლისა და მნიშვნელობის გაზრდა; თანამედროვე ქართულ თეატრში კონკურენტული გარემოს შექმნა და შემოქმედებითი პროცესის გააქტიურება.
აღსანიშნავია, რომ კონკურსი – „კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა“ – 2021 წლიდან ცხადდება. პირველ წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 250 000 ლარი. 14 საკონკურსო განაცხადიდან დაფინანსდა ხუთი პროექტი. 2022 წელს (კონკურსის ბიუჯეტი 230 000 ლარი) 13 საკონკურსო განაცხადიდან გაიმარჯვა შვიდმა პროექტმა. 2023 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 230 000 ლარი და 15 განაცხადიდან გაიმარჯვა ცხრა პროექტმა, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები