თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი მე-5 საიუბილეო წლის სეზონს გახსნის – კონცერტი სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება

2024 წლის 7 აპრილს, 19:00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, ეროვნული სასახლის მხარდაჭერით, კლასიკურ მუსიკას მონატრებული მსმენელებისათვის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მორიგი კონცერტი გაიმართება.

ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.

მათივე ცნობით, საღამოს უდირიჟორებს მირიან ხუნაიშვილი.

“სოლისტები:

სოფიო გორდელაძე – სოპრანო

ქეთევან ქემოკლიძე – მეცო-სოპრანო

რაფაუ ბარტმინსკი – ტენორი

შავლეგ არმაზი – ბანი

კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი

ხელმძღვანელი – ლიანა ჭონიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა

ხელმძღვანელი – ლაშა მიროტაძე

პროგრამაშია:

ლ.ვ. ბეთჰოვენი – „ქორალური“ სიმფონია No. 9 რე-მინორი, op. 125”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები