„აპრილი“ – თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა გაიმართება
6-8 აპრილს, 15.00 -20.00 საათზე, შალვა ძნელაძის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა – „აპრილი“ გაიმართება.
გამოფენაში მონაწილეობენ: ლალი მათიაშვილი, ნინო ასაშვილი, ნონა კოკაია, ნინო ძამაშვილი, ირინა ძამაშვილი, თამარ გითოლენდია.
გამოფენის კურატორია ნანა ზაალიშვილი.
„გამოფენაზე გაეცნობით და შეიძენთ მხატვრების მიერ შექმნილ ნამუშევრებს, დაათვალიერებთ შალვა ძნელაძის მუზეუმს და სასიამოვნო დროს გაატარებთ ჩვენთან ერთად, განსხვავებულ და მშვიდ ატმოსფეროში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მისამართი: სოფელი დიღომი, სვეტიცხოვლის ქ. N1.