7 აპრილს, თბილისში, „განათლების საერთაშორისო გამოფენა – თბილისი – 2024“ ჩატარდება

7 აპრილს, თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1) ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა.

ღონისძიების ფარგლებში, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ, ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, გაესაუბრონ საერთაშორისო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დაეხმარებათ.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები.

ასევე, გამოფენაში მონაწილეობას იღებს ყველა ის ძირითადი საელჩო და საერთაშორისო ორგანიზაცია  (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, DAAD, ფრანგული ინსტიტუტი, ESN, AIESEC, და სხვა), რომლებსაც აქვთ საგანმანათლებლო შეთავაზებები ქართველი ახალგაზრდებისთვის. ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებს, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და სტაჟირებას.

აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უნივერსიტეტების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge. (www.edu-guide.ge), ხოლო მისი ოფიციალური მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

განათლების საერთაშორისო გამოფენაზე დასწრება უფასოა.

რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.

გამოფენის ჩატარების ადგილი: თბილისი, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1. ქ. თბილისი).

ჩატარების დრო: 7 აპრილი, 2024 წელი. 12:00-17:00

Facebook ღონისძიება იხილეთ აქ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები