თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი საიუბილეო სეზონს ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიით გახსნის
7 აპრილს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი საიუბილეო სეზონს გახსნის. ორკესტრი 5 წლისაა. საიუბილეო სეზონი კი ბეთჰოვენის მონუმენტური მე-9 სიმფონიით გაიხსნება.
მონაწილეები:
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი;
სოფიო გორდელაძე – სოპრანო;
ქეთევან ქემოკლიძე – მეცო-სოპრანო;
რაფაუ ბარტმინსკი – ტენორი, შავლეგ არმაზი – ბანი;
კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდი, ხელმძღვანელი – ლიანა ჭონიშვილი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კაპელა, ხელმძღვანელი – ლაშა მიროტაძე.