„ხელოვანები ხელოვნებისთვის“! – 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

8 აპრილს, 20:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი ღონისძიება  – „ხელოვანები ხელოვნებისთვის“! გაიმართება.

კონსერვატორიის ინფორმაციით, პროგრამაშია: ჯ. ვერდის, ვ. ა. მოცარტის, გ. ფორეს ფრაგმენტები რექვიემებიდან და ქართული მუსიკა.
ასევე დარბაზის ფოიეში გაიმართება თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.
კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები და მეგობრები.
დირიჟორი: ლევან ჯაგაევი.
„9 აპრილის ღამეს რუსული ჯარის სისხლიანმა ფეხის ანაბეჭდებმა მრავალი უდანაშაულო და მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობით ტრაგიკული ნაკვალევი დატოვა საქართველოს ისტორიაში.
საღამოს მიზანია, მოვიგონოთ ჩვენი ქვეყნის გმირები და პატივი მივაგოთ მათ თავგანწირვას 9 აპრილის „სისხლიან ღამეს.” ჩვენ გვახსოვს ჩვენი წარსული და მივიწევთ უკეთესი მომავლისკენ“! – ნათქვამია კონსერვატორიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური გაერთიანება, სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობა და მეგობრები. სამხატვრო ხელმძღვანელი: სესილია სანებლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები