სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და ხანძარი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 45 ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედია წერს, რომ ავტობუსში 46 მგზავრი იმყოფებოდა და მომხდარს მხოლოდ 8 წლის გოგონა გადაურჩა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, მძღოლმა საჭე მოსახვევში ვერ დაიმორჩილა.
არსებული ინფორმაციით, ავტობუსს მოქალაქეები ბოტსვანადან მორიუში გადაჰყავდა, სადაც ცნობილი სააღდგომო რიტუალები ტარდება.
