რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ მოსკოვში დაკავებულ ტერორისტებსა და უკრაინას შორის კავშირის შესახებ მტკიცებულებები მიიღეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში აცხადებენ, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ შეჭრილ ტერორისტებსა და უკრაინას შორის კავშირის შესახებ მტკიცებულებები მიიღეს.

ამის შესახებ რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი“ საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

„გამოძიების პირველადი შედეგები სრულად ადასტურებს ტერორისტების ქმედებების დაგეგმილ ხასიათს, დანაშაულის ორგანიზატორების ფრთხილად მომზადებას და ფინანსურ მხარდაჭერას. დაკავებულ ტერორისტებთან მუშაობის, ამოღებული ტექნიკური მოწყობილობების შესწავლისა და ფინანსური ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გაანალიზების შედეგად მიღებულია მტკიცებულება უკრაინელ ნაციონალისტებთან მათი კავშირის შესახებ“, – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის მახლობლად მდებარე კრასნოგორსკში Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა 22 მარტს მოხდა. რამდენიმე უცნობი პირი შენობაში შეიარაღებული შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები