ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უახლოეს თვეებში დიდი შეტევისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უახლოეს თვეებში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას დაიწყებს.

როგორც მან CBS News-თან ინტერვიუში აღნიშნა, თავდასხმის სავარაუდო თარიღი მაისის, ან ივნისის ბოლო იქნება.

„ამისთვის ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ მომზადება და სიტუაციის სტაბილიზაცია, რადგან ზოგჯერ პარტნიორები ნამდვილად ბედნიერები არიან, რომ ჩვენ დავასტაბილურეთ სიტუაცია. მე ვამბობ, რომ ახლა გვჭირდება დახმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა შეძლეს რუსების შეკავება, ისინი მზად არ არიან დაიცვან ქვეყანა რუსეთის კიდევ ერთი დიდი შეტევისგან პარტნიორების დახმარების გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები