“ISIS-ი ავღანეთში გავანადგურეთ, ხოლო “ვილაიათ ჰორასანის” წევრები რამდენიმე ქვეყანაში იმალებიან” – “თალიბანის” წარმომადგენელი

კატარში “თალიბანის” პოლიტიკური ოფისის ხელმძღვანელმა, სუჰეილ შაჰინმა განაცხადა, რომ “ისლამური სახელმწიფოს” განშტოება – “ვილაიათ ჰორასანის” წევრები აზიის მთელ რიგ ქვეყნებში იმალებიან.

ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.

„შესაძლებელია, ავღანეთში “ჰორასანის” გარკვეული რაოდენობა იყოს კიდევაც, მაგრამ თქვენ იცით, რომ “ჰორასანი” არა მხოლოდ ავღანეთშია – პაკისტანშია, ინდოეთში, ირანში, შუა აზიაში… ახლა ისინი ავღანეთის გარეთ იმალებიან და ყველა მათგანი ავღანეთის მოქალაქე არ არის“, – თქვა შაჰინმა.

მისი თქმით, “თალიბანს” მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მათთან ბრძოლა, რომ მთლიანად მოიცილოს ისინი საკუთარი ტერიტორიიდან.

რაც შეეხება ავღანეთის ტერიტორიაზე “ისლამური სახელმწიფოს” ყოფნას, სუჰეილ შაჰინი ამბობს, რომ ტერორისტებმა საწვრთნელი და გადაბირების ცენტრები ავღანეთის ფარგლებს გარეთ გადაიტანეს, ქვეყანაში არავინ დარჩა.

„ავღანეთში ISIS-ი გავანადგურეთ. მათთან ბრძოლაში ორი ათასზე მეტი მებრძოლი დავკარგეთ.  იმალებიან და თავიანთი ცენტრები ავღანეთის ფარგლებს გარეთ გადაიტანეს”, – განაცხადა “თალიბანის” წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები