ფაშინიანმა ემიგრაციაში მყოფი, მთიანი ყარაბაღის „მთავრობა“ სომხეთისთვის საფრთხედ გამოაცხადა

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყანაში „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ „ემიგრაციაში მყოფი მთავრობა“ იმყოფება, ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.

ამის შესახებ News.am წერს.

ფაშინიანი გამოეხმაურა ყარაბაღის ე.წ. ხელმძღვანელის, სამველ შაჰრამანიანის სიტყვებს, რომელმაც Le Figaro-თან საუბარში თქვა, რომ “ემიგრაციაში” მყოფი, „ყარაბაღის მთავრობა“ ერევანშია.

„მთიანი ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებული პირთა ნაწილი შეგნებულად თუ უნებლიეთ მოქმედებს და დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, აცხადებენ ემიგრაციაში მყოფ რაღაც მთავრობებზე და სხვა”, – თქვა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთში „ერთი მთავრობაა“ და სხვა ვერ იარსებებს.

„თუ ვინმე სომხეთში საკუთარ თავს მთავრობად მიიჩნევს, ეს სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა და იმედი მაქვს, რომ ამ პრობლემის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენმა ორგანოებმა მუშაობაში შეცდომა დაუშვეს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები