NYT: “კროკუს სითი ჰოლი” შესაძლო ტერაქტის შესახებ გაფრთხილებული იყო

შეერთებულმა შტატებმა მოსკოვის მახლობლად მოახლოებული ტერაქტის შესახებ რუსეთი გააფრთხილა, თუმცა, კონკრეტულად არაფერი უთქვამთ, მისი დაზვერვის მუშაობის მეთოდებზე შიშის გამო.

ამის შესახებ New York Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

NYT წერს, რომ ტერაქტის წინა დღეს გაფრთხილება “კროკუსამდე” მიაღწია, რაზეც საკონცერტო დარბაზის გარდერობში მომუშავე თანამშრომელმა თქვა. მისი თქმით, თანამშრომლებმა ინსტრუქცია გაიარეს იმ შეთხვევისთვის, თუ შენობაში ტერაქტი მოხდებოდა.

ამერიკელების გაფრთხილებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ ტერორისტულ თავდასხმას “ისლამური სახელმწიფოს” განშტოება ამზადებდა, რომელსაც დაზვერვა რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა. პარალელურად, რუსეთის შიდა დაზვერვის ანგარიშებში იყო საუბარი გაზრდილ საფრთხეზე ეთნიკური ტაჯიკების მხრიდან.

მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდა მოსკოვში ტერაქტის მომზადების შესახებ „საკმაოდ კონკრეტული ინფორმაციის“ მოპოვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები