“ნატო აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთთან სავარაუდო კონფლიქტისთვის ემზადება” – რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს საქმიანობა მიზნად ისახავს მოსკოვთან შესაძლო კონფლიქტისთვის მომზადებას

უწყებაში აღნიშნავენ რუმინეთში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას. მათი თქმით, ასეთი აქტივობა პროვოკაციულია, ის ამძაფრებს სამხედრო დაძაბულობას რუსეთის საზღვრების პერიმეტრზე და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ეს ყველაფერი მიზნად ისახავს ბლოკის მოკავშირეების მომზადებას ჩვენს ქვეყანასთან პოტენციური შეტაკებისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნეს სამინისტროში.

გარდა ამისა, აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის რეგიონის მილიტარიზაციის მაგალითის სახით მოყვანილია რუმინეთის ავიაბაზის გაფართოება.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დააკვირდებიან რუმინეთის ქმედებებს, შეაფასებენ წარმოშობილ რისკებს და გაითვალისწინებენ მათ სამხედრო დაგეგმვისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები