გამოკითხვა: ბაიდენი ტრამპს უსწრებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გამოკითხვაში მცირე უპირატესობით უსწრებს.

ამას მოწმობს Quinnipiac University-ის მიერ ჩატარებული კვლევა.

კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები იყოს, ბაიდენს ამომრჩეველთა 48% დაუჭერდა მხარს, ტრამპს – 45%.

გამოკითხვა 21- 25 მარტს ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.

გამოკითხულია 1407 რეგისტრირებული ამომრჩეველი.

ცდომილების ზღვარი 2,6%-ში მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები