ლატვიის საგარეო უწყებამ რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული, ოლეგ ზიკოვი ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ლატვიურმა მხარემ მას პროტესტი გამოთქვა საელჩოს მიერ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წარმოებული მიუღებელი და პროვოკაციული საჯარო კომუნიკაციის გამო, რაც მკვეთრად ეწინააღმდეგება 1961 წლის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის სულისკვეთებას.

„ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმეორებითი საყვედურის მიუხედავად, რუსეთის საელჩომ განაგრძო არაზუსტი საჯარო კომუნიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ლატვიის სახელმწიფოს საჯარო ინსტიტუტებისა და ხელისუფლების დისკრედიტაციას და ლატვიის საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის საელჩოს დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ. რუსმა დიპლომატმა ლატვია 10 აპრილს დღის ბოლომდე უნდა დატოვოს“, – ნათქვამია ლატვიის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები