გერმანია უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

გერმანია უახლოეს დღეებში უკრაინას 10 000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს.

ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის სამინისტროსთან არსებული უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა DW-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გერმანიამ უკრაინისათვის საბრძოლო მასალის მიწოდება სამ ეტაპად გადაწყვიტა და აღნიშნული მიწოდება პირველი ეტაპის ფარგლებში განხორციელდება.

ამავდროულად, მეორე ეტაპზე გერმანიამ გადაწყვიტა მხარი დაუჭიროს ჩეხეთის რესპუბლიკის ინიციატივას უკრაინისთვის ჭურვების შესყიდვის თაობაზე. 180 000 ჭურვის შეძენის ხარჯს ბერლინი დაფარავს – ისინი კიევს 2024 წლის მეორე ნახევარში უნდა გადაეცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები