მარია ზახაროვა: ძნელი დასაჯერებელია, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ მოსკოვზე თავდასხმა განეხორციელებინა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკიდურესად ძნელი დასაჯერებელია ის, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ შეეძლო მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმა განეხორციელებინა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 140 ადამიანი დაიღუპა.

მისი თქმით, დასავლეთი ჩქარობდა, რომ პასუხისმგებლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ დაკისრებოდა.

„კოლექტიური დასავლეთის ეჭვების მოსაშორებლად, მათ სასწრაფოდ სჭირდებოდათ რაღაცის მოფიქრება, ამიტომ მათ მიმართეს ISIS-ს და ფაქტობრივად, ტერორისტული თავდასხმიდან რამდენიმე საათის შემდეგ მედიამ სწორედ ამ ვერსიების გავრცელება დაიწყო“, – აღნიშნა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები