ერდოღანმა ტერაქტების საფრთხეზე ისაუბრა

მსოფლიო რუსეთში ჩადენილი ტერორისტული აქტის მომსწრე გახდა. არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ მსგავს ტერაქტებს თურქეთში.

ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დიარბაქირში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი წარმატებით ებრძვის ტერორისტებს, მათ შორის, ქურთთა მუშათა პარტიას.

“ჯერ კიდევ არსებობენ ძალები, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ ტერორისტები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებთ კონტროლზე ჩვენს საზღვრებს გარეთ ტერიტორიებს. მზად ვართ, ყველასთან ყველაფერზე ვისაუბროთ, მაგრამ ჩვენი კარი დაკეტილია ტერორისტებისთვის და მათთვის, ვინც ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელობით პოლიტიკას თამაშობს“, – განაცხადა ერდოღანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები