ბელგოროდში დრონი შსს-ს შენობას დაეჯახა

ბელგოროდში დრონი შსს-ს რეგიონულ შენობას დაეცა.

ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ადასტურებს.

შემთხვევის შედეგად, ერთი ქალი დაშავდა.

მისივე თქმით, აფეთქების შედეგად, შენობაში მე-3 და მე-4 სართულებზე მინები ჩაიმსხვრა, დაზიანდა ფასადი.

ადგილზე ყველა ოპერატიული სამსახური მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები