შოლცმა ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დროს საზღვრებზე კონტროლის გამკაცრების გეგმას მხარი დაუჭირა

გერმანიის კანცლერმა მხარი დაუჭირა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას საზღვრებზე კონტროლის დაწესების გეგმას.

მისივე თქმით, ამაში ახალი არაფერი არ არის და მსგავსი ზომები სხვა მასობრივი ღონისძიებების დროსაც იყო გამოყენებული.

„ეს არის გამოცდილი ინსტრუმენტი, რომელსაც ჩვენ ევროპაში ვიყენებთ და რომელიც უსაფრთხოებას ემსახურება. ვფიქრობ, ამას ყველა ხვდება. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა შოლცმა.

მანამდე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმდინარეობისას გერმანიის მთავრობა ქვეყნის ყველა საზღვარზე განახორციელებს სასაზღვრო კონტროლს, რათა გერმანიაში არ მოხვდნენ პირები, რომლებიც ძალადობრივ დანაშაულს ჩაიდენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები