მედია: “კროკუსში” ტერაქტის შედეგად, 95 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლში” 22 მარტს მომხდარი ტერაქტის შედეგად, 95 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კონკრეტული წყაროს დასახელების გარეშე ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შესაბამისი სიები ოპერატიულმა სამსახურებმა ახლობლების მიმართვის საფუძველზე შეადგინეს.

ამ რიცხვში შეყვანილნი არიან ადამიანები, რომლებიც დაზარალებულთა და დაღუპულთა სიებში არ ირიცხებიან.

როგორც აღინიშნება, არსებობს შესაძლებლობა,  ჩამონათვალში შეყვანილი ზოგიერთი ადამიანი კავშირზე, რაღაც მიზეზის გამო არ გადიოდეს. ასევე, შესაძლებელია, რომ ნაწილი, დაღუპულთა შორის არის და მათი ნეშთი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად140 ადამიანია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები