Euronews: ევროპის რომელ ქვეყნებშია საცხოვრებელი ყველაზე ძვირი?

ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის თანახმად, საცხოვრებლებზე ყველაზე მეტს ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში ხარჯავენ.

Resolution Foundation-მა დაადგინა, რომ ფინეთში მოსახლეობის მთლიანი ხარჯების 24% სწორედ საცხოვრებელზე მოდის, რაც ბევრად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს – 15%-ს.

მოცემული მონაცემები აერთიანებს რეალურად გადახდილი ქირის ღირებულებასა და ე.წ. „დარიცხულ ქირას“ – ღირებულება, რომლის გადახდაც მფლობელს ღია ბაზარზე, საკუთარი საცხოვრებლის მსგავსი უძრავი ქონების დაქირავების შემთხვევაში მოუწევდა.

პოლონეთში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებს შორის, საცხოვრებელზე ხარჯების ყველაზე დაბალი წილი – 6% მოდის.

ქვეყნის საერთო ფასების დონესთან შედარებით, საცხოვრებლის ღირებულება ყველაზე მაღალი გაერთიანებულ სამეფოშია, რომელსაც ახალი ზელანდია, ავსტრალია და ირლანდია მოჰყვება.

საცხოვრებლის ხარჯით, OECD-ის საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბლა არიან პოლონეთი და საბერძნეთი, რაც ამ ქვეყნებში საცხოვრებლებს მეტად ხელმისაწვდომს ხდის და მოთხოვნაც ბევრად უფრო მაღალია.

ევროპის მასშტაბით, საცხოვრებელი სახლების ფასის ყველაზე მაღალი მატება თურქეთშია დაფიქსირებული – თურქეთის ფასები 9 წლის წინანდელ მონაცემთან შედარებით 12-ჯერაა გაზრდილი.

ამასთან, OECD-ის წევრ ქვეყნებს შორის ფასების მატების საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში – შვედეთსა და ფინეთში. აღნიშნულ ქვეყნებში 2015 წლის შემდეგ საცხოვრებლის ფასები მხოლოდ 4%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ Euronews-ის ბოლო გამოკითხვით, ევროკავშირის მომავალ არჩევნებში, ფასების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლა გამოკითხულთა 68%-მა პრიორიტეტად დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები