“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა​

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრ მიხაილ მურაშკოს განცხადებით, “კროკუსზე” თავდასხმის დროს დაშავებულთაგან ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ერთ-ერთი დაზარალებული, რომელიც უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, გარდაიცვალა. ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

ამრიგად, დაღუპულთა რიცხვი 140-ს შეადგენს.

მისი თქმით, ასევე, უკიდურესად მძიმე რჩება ოთხი პაციენტის მდგომარეობა, 19 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის სამი ბავშვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები