“ჰამასი”: თვითმფრინავებიდან ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდების დროს 18 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორის მთავრობაში განაცხადეს, რომ ანკლავის სხვადასხვა რაიონში თვითმფრინავებიდან ჰუმანიტარული დახმარების ყუთების ჩამოგდების დროს და მისი მიღების მცდელობისას, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

აღინიშნება, რომ ჰუმანიტარული დახმარების ჩამოგდება არასწორად მოხდა.

დაღუპულთაგან 12 პალესტინელი ზღვაში დაიხრჩო, კიდევ 6 მოქალაქე ჭყლეტამ იმსხვერპლა.

”შიმშილისა და ალყის პოლიტიკაზე პასუხისმგებლობას ამერიკის ადმინისტრაციას და ისრაელის ოკუპაციას ვაკისრებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები