რუსეთში არ გამორიცხავენ, რომ “კროკუსზე” ტერაქტის უკან აშშ და ბრიტანეთი იდგეს
რუსეთის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი, ალექსანდრე ბორტნიკოვი აცხადებს, რომ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმის უკან შესაძლოა, აშშ და დიდი ბრიტანეთის იდგნენ.
ამის შესახებ მან რუსულ მედიას განუცხადა.
“ასე ვფიქრობთ. ყოველ შემთხვევაში, ამჟამად იმ მონაცემებით ვსაუბრობთ, რომელიც გვაქვს. ეს არის ზოგადი, ასე ვთქვათ, ინფორმაცია, მაგრამ უკვე არის გარკვეული შემუშავებაც”, – განაცხადა მან.
ამასთან, მან თქვა, რომ დამკვეთი გამოვლენილი ჯერ არ არის, მაგრამ სპეცსამსახურები ხედავენ, ვინ მოაწყო და გადაიბირა შემსრულებლები.