გერმანიაში ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის წინ საზღვრებზე კონტროლი გამკაცრდება

ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის წინ გერმანიის ყველა საღვარზე კონტროლი გამკაცრდება.

ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, – იტყობინება Rheinische Post-ი.

მისი თქმით, ეს ღონისძიება აუცილებელია იმისათვის, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული საერთაშორისო მასშტაბის მთავარი სპორტული ღონისძიება.

„ჩვენ განვახორციელებთ დროებით სასაზღვრო კონტროლს გერმანიის ყველა საზღვარზე ტურნირის განმავლობაში, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო დამნაშავეების ქვეყანაში შემოსვლა“, – თქვა ფეზერმა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნება ექსტრემისტებისგან, ხულიგნებისა და სხვა ტიპის დამნაშავეებისგან დაცვაზე, ასევე, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.

”ჩვენ განსაკუთრებით ვართ ორიენტირებულნი ამ მიმდინარე საფრთხეებზე”, – თქვა ფეზერმა.

“ევრო 2024” გერმანიაში 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები