“კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში მონაწილე პირები თურქეთს სტუმრობდნენ – ინფორმაცია მოსკოვს გადაეცა

საკონცერტო დარბაზ “კროკუს სითი ჰოლზე” თავდასხმაში მონაწილე ორი პირი თურქეთს სტუმრობდა, მაგრამ მათ შესახებ მოსკოვის მხრიდან არავითარი გაფრთხილება არ ყოფილა.

ამის შესახებ Hürriyet-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, დაკავებულთაგან ორი რუსეთიდან თურქეთში და პირიქით, მოსკოვიდან ჩავიდა. თურქეთში მათ რაიმე სახის რეგისტრაცია არ გააჩნიათ.

ასევე, არსებული ინფორმაციით, ანკარას მოსკოვისგან მათ შესახებ არავითარი გაფრთხილება არ მიუღია. თურქეთში მათი ყოფნის ფაქტს სწავლობენ, რაც შემდგომ რუსულ მხარეს ეცნობება.

გაზეთი აღნიშნავს, რომ „ანკარამ გულდასმით შეისწავლა ამ ორ პირთან დაკავშირებული ყველა საკითხი და ყველაფერი მოსკოვს შეატყობინა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები