ფერმერებმა ევროპულ პარლამენტთან კოცონი დაანთეს

ბრიუსელში ევროპულ პარლამენტთან ფერმერებმა, საპროტესტო აქციის ფარგლებში, კოცონი დაანთეს. ისინი თავიანთი ბიზნესისთვის ზიანის მიყენებაში ევროკავშირის პოლიტიკას ადანაშაულებენ.

ამის შესახებ Politico წერს.

რამდენიმე ტრაქტორი ევროპარლამენტთან, ლუქსემბურგის მოედანზე მოძრაობდა. შეკრებილები ცეცხლის გარშემო მოკალათდნენ და Bee Gees-ის სიმღერას – Stayin’ Alive მღეროდნენ.

RTBF-ის წყაროების თანახმად, ბრიუსელის ქუჩებში შესაძლოა, 200-დან 500-მდე ტრაქტორის კოლონა მოხვდეს.

ხელისუფლებამ მოსახლეობას დედაქალაქში მოსახვედრად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა ურჩია. ასევე, მოსალოდნელია შეფერხებები საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაში, რომელიც მოძრაობს ევროპული კვარტლის ტერიტორიაზე.

ფერმერები აპროტესტებენ ევროკავშირის ბიუროკრატიას, გლობალურ სავაჭრო შეთანხმებებს და ახალ “მწვანეთა” მოთხოვნებს ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში.

დღეს ევროკავშირის სოფლის მეურნეობის მინისტრები ბრიუსელში შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები