“ნატო მის საზღვრებთან რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს განიხილავს” – პოლონეთის საგარეო უწყება

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ნატო რუსული რაკეტების ჩამოგდების ვარიანტს განიხილავს, როდესაც ისინი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორიისკენ მიფრინავენ.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანჟეი შეინამ RMF FM-ის ეთერში თქვა.

მანვე აღნიშნა, რომ გასულ უქმეებზე რუსული რაკეტის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა პოლონეთის შეიარაღებული ძალების თავდაცვისა და სიფხიზლის გამოცდა იყო.

მისივე თქმით, რუსეთს არაფრის პროვოცირება არ სურდა, რადგან იცოდნენ, რომ თუ რაკეტა პოლონეთის სიღრმეში მოხვდება, მას ჩამოაგდებდნენ.

შეინას თქმით, ნატო რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.

„ნატო აანალიზებს სხვადასხვა კონცეფციას, კერძოდ, რომ ასეთი რაკეტები უნდა იყოს ჩამოგდებული მაშინ, როდესაც ისინი ნატოს საზღვართან ძალიან ახლოს არიან – მაგრამ ეს უნდა მოხდეს უკრაინული მხარის თანხმობით და საერთაშორისო შედეგების გათვალისწინებით“, – თქვა მან.

შეინამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგრესორმა ალიანსს თავს წესები არ უნდა მოახვიოს.

„ის უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ნატოს მხარე დემოკრატიული ქვეყნების მხარეა. პუტინის მუქარებს ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. მან აჩვენა, რომ ყველაფრისთვის არის მზად. ახლა, ორივე მხრიდან ასობით ათასი დაჭრილისა და მოკლულის გარდა, მან მიაღწია იმას, რომ შვედეთი და ფინეთი ნატოში გაწევრიანდნენ”, – დასძინა შეინამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები