დეკლარირების წესის დარღვევის გამო მოქალაქე 1000 ლარით დააჯარიმდა

დეკლარირების წესის დარღვევის გამო შემოსავლების სამსახურმა საქართველის მოქალაქე გ.ჰ. 3 ათასი ლარით დააჯარიმა. უწყების ცნობით, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 35 000 დოლარის ოდენობის არადეკლარირებული თანხა 19 სექტემბერს, სარფის საბაჟო ტერიტორიაზე, მისი კუთვნილი ავტომობილის დათვალიერებისას აღმოაჩინეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მგზავრს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები