სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
სლოვაკეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება 11 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის უწევს.
მთავარ კონკურენტებად ითვლებიან ქვეყნის პარლამენტის მოქმედი სპიკერი, პეტერ პელეგრინი, რომელსაც მხარს პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უჭერს და ოპოზიციის კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან კორჩოკი.
საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა და ხმის მიცემა 22:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.