NATO-მ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი ტერაქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ნატო მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტს ეხმიანება.

„ცალსახად ვგმობთ მოსკოვში კონცერტის მაყურებლებზე თავდასხმებს. ასეთ საშინელ დანაშაულს ვერაფერი გაამართლებს. ღრმა სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს“, – წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დახლალა პლატფორმა X-ზე.

ცნობისთვის, 22 მარტის საღამოს, მოსკოვის მახლობლად, „კროკუსის“ საკონცერტო დარბაზში, ჯგუფი „პიკნიკის“ კონცერტზე შეკრებილებს,  უცნობმა პირებმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენობაში რამდენიმე აფეთქება მოხდა და ხანძარი გაჩნდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 115-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები