Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა

მოსკოვში, Crocus City Hall-ზე ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 115-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის განცხადებით ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

„სანამ Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში საგანგებო სამსახურები ნანგრევებს ასუფთავებდნენ კიდევ რამდენიმე დაღუპულის ცხედარი იქნა ამოსვენებული. „კროკუსზე“ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება“, – განაცხადა ვორობიოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები