აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის სენატმა 1,2 ტრილიონი დოლარის ოდენობის მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკელმა სენატორებმა მთავრობის დაფინანსების პაკეტის დამტკიცება დროულად, ადგილობრივი დროით 12:01 საათამდე ვერ შეძლეს, თუმცა მოგვიანებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ სენატორებმა მთავრობის დაფინანსების გაგრძელების შესახებ კენჭისყრის ჩასატარებლად შეთანხმებას მიაღწიეს.

აშშ-ის სენატმა მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი 74 ხმით 24-ის წინააღმდეგ დაამტკიცა, კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები