ინტერპოლი მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს

კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია მზად არის, რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში, Crocus City Hall-ზე თავდასხმის გამოძიებაში დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას, ინტერპოლის გენერალური მდივანი, ირგენ შტოკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმას, რომელიც იყო საშინელი აქტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან, მათ ოჯახებთან და მეგობრებთანაა. ინტერპოლი მზადაა, დაეხმაროს რუსეთის ხელისუფლების გამოძიებას“, – წერს შტოკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები